პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახა სამხარაძე შიდა ქართლის რეგიონის ახალ გუბერნატორად დანიშნა.
კახა სამხარაძემ, რომელიც დაწინაურებამდე თეთრიწყაროს რაიონის გამგებლის მოადგილე იყო, ამ პოსტზე იოსებ ოქრომელიძე შეცვალა. ეს უკანასკნელი 2016 წლის მარტიდან გუბერნატორის მოვალეობებს ასრულებდა.
გამგებლებისგან განსხვავებით, რომლებიც 2014 წლიდან პირდაპირი წესით აირჩევიან, გუბერნატორებს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.