Site icon Civil.ge

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუმჯობესდა

ამერიკული ორგანიზაცია Heritage Foundation – ის ყოველწლიური კვლევის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუმჯობესდა და ის კვლავ „მეტწილად თავისუფალ“ ქვეყნებს შორის რჩება.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებთ 3.4 პუნქტით გაიზარდა და ქვეყანა 76 ქულით მსოფლიოში მე-13, ხოლო ევროპაში მე-5 ადგილზეა.

კვლევაში, რომელიც 186  ქვეყანას მოიცავს, აღნიშნულია რომ საქართველოს ხელისუფლებამ  ფისკალური დისციპლინის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯებით ეკონომიკური საქმიანობის ლიბერალიზაციაშიძლიერი იმპულსიშეინარჩუნა.

2017 წლის ინდექსის მიხედვით, ქვეყნის სახელმწიფო ვალი და საბიუჯეტო დეფიციტიკვლავ კონტროლს ექვემდებარება“.

ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია გაიზარდა, ხოლო ანტიკორუფციულ ძალისხმევას შესამჩნევი შედეგები მოყვა“, ნათქვამია დოკუმენტში

კვლევის მიხედვით ღია საბაზრო პოლიტიკამ, რომელსაც თან ახლავს დაბალი საგადასახადო განაკვეთები და რეგულირების ეფექტურობა, ვაჭრობასა და ინვესტიციებს შეუწყო ხელი.“

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მონეტარული სტაბილურობა და "ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკა" ხელს უწყობს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.

კვლევის თანახმად, პოზიტიური მაჩვენებლების  მიუხედავად, მნიშვნელოვანია „უფრო ღრმა და სწრაფი“ ინსტიტუციური რეფორმები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ზრდისთვის, რაც მომავალში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს.   

ქვეყნების შეფასება ხორციელდება 0-100 შკალაზე ეკონომიკური თავისუფლების 12 კომპონენტის მიხედვით, რომელიც კანონის უზენაესობას, მთავრობის ზომას, რეგულირების ეფექტურობას და ბაზრების გახსნილობას აფასებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)