პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლევან ბოძაშვილი, რომელიც 2015 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ მუშაობდა, შვეიცარიაში საქართველოს ახალ ელჩად დანიშნა.
ეროვნული უშიშრობის საბჭომდე, ლევან ბოძაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი იყო; 2010-2012 წლებში იგი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსის თანამდებობაზე მსახურობდა; 2008–2009 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობა ეკავა ავსტრიასა და ვენაში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.
2005–2008 წლებში ბოძაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი იყო.
ლევან ბოძაშვილი ელჩის საქმიანობას 2017 წლის 20 ოქტომბრიდან შეუდგება.