Site icon Civil.ge

ნატო სამხრეთ ოსეთის არჩევნებს და რეფერენდუმს არ აღიარებს

„ნატო არ აღიარებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში კვირას ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს“, განაცხადა ნატოს პრესსპიკერმა ოანა ლუნგესკუმ 10 აპრილს.

„რეგიონის სახელის ან სტატუსის შეცვლისკენ გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯები ზიანის მომტანია იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოში სიტუაციის ხანგრძლივი მოგვარებისკებაა მიმართული“, – განაცახდა მან.

ლუნგესკუმ ასევე დასძინა, რომ ალიანსი არ აღიარებს სეპარატისტულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.