„საქსტატის“ მიერ 19 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 18%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 2.28 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2017 წლის იანვარ–მარტში ექსპორტის მოცულობა 30%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 577 მილიონი მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (468 მილიონი რეექსპორტის გამოკლებით, 32%-ით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); იმპორტის მოცულობა 15%–ით გაიზარდა და 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2017 წლის პირველ სამ თვეში 26%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 641 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ექსპორტმა ევროკავშირში 159 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 44%–იანი ზრდაა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტი ევროკავშირიდან 21%–ით გაიზარდა და 481 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
დსთ–სთან ვაჭრობა 2017 წლის პირველ სამ თვეში 35%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 751 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში 59%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 205 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი დსთ–ს ქვეყნებიდან 27%–ით გაიზარდა და 546 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ევროკავშირის ქვეყნების წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 28% შეადგინა; 28% – ექსპორტში და 28% – იმპორტში (გასულ წელს ამ მაჩვენებლებმა 26%, 25% და 27% შეადგინა, შესაბამისად).
დსთ-ის ქვეყნების წილმა 33% შეადგინა; 36% – ექსპორტში და 32% – იმპორტში (გასულ წელს 29%, 28% და 29% შესაბამისად).
თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს პარტნიორად რჩება 331 მილიონ აშშ დოლარიანი ბრუნვით 2017 წლის პირველ სამ თვეში; შემდეგ მოდიან რუსეთი, აზერბაიჯანი და ჩინეთი 255 მილიონი, 207 მილიონი და 175 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად.
საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ გერმანიასთან 111 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის უკრაინა – 104 მილიონი აშშ დოლარი; აშშ – 85 მილიონი აშშ დოლარი; სომხეთი – 84 მილიონი აშშ დოლარი; ბულგარეთი – 77 მილიონი აშშ დოლარი; იტალია – 64 მილიონი აშშ დოლარი.
ექსპორტის კუთხით, რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სიის სათავეშია 90 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან თურქეთი და ჩინეთი 55 მილიონი და 49 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად. იმპორტის კუთხით, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და ჩინეთი ლიდერობენ 275 მლნ, 176 მლნ, 165 მლნ და 126 მლნ აშშ დოლარით, შესაბამისად.
2017 წლის პირველ სამ თვეში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო 98 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 17%); შემდეგ მოდის ფეროშენადნობი – 81 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 14%); ავტომობილების რეექსპორტი– 35 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 6%); ღვინო – 31 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 5.4%); სამკურნალო საშუალებები – 30 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 5.3%); არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები – 23 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4%); მინერალური წყლები – 22.6 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.9%); ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული – 17 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3%); თხილი – 17 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3%); დანარჩენი საქონელი – 199 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 34%).
2017 წლის სამ თვეში ბუნებრივი აირი და ნავთობპროდუქტები საქართველოს საიმპორტო სიის სათავეშია 138 მილიონი და 122 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად; შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 105 მლნ აშშ დოლარი; მედიკამენტები – 92 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 74 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 40 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია – 30 მლნ აშშ დოლარი; სამგზავრო ვაგონები – 22 მლნ აშშ დოლარი; მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან – 18 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 18 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 1 მილიარდი აშშ დოლარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)