Site icon Civil.ge

ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან და კომისიას ბოიკოტს უცხადებენ

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ბოლო შეხვედრის წინ, რომელიც 22 აპრილს გაიმართება, შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ოფიციალურად დატოვა კომისია იმ ცვლილებების პროტესტის ნიშნად, რომლებიც, მათი თქმით, მმართველი პარტიის ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ძალაუფლებას კიდევ უფრო გააძლიერებს.

დაგეგმილი ცვლილებების შედეგად:

ოპოზიცია აპროტესტებს, რომ კონსტიტუციის პროექტის თანახმად, არჩევნები პარლამენტში წინასწარი დებატების გარეშე გაიმართება. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ხმოსნების არჩევის შემოთავაზებული ფორმატი იმ პარტიისთვის იქნება ხელსაყრელი, რომელსაც ადგილობრივ საკრებულოებში უმრავლესობა ჰყავს. გარდა ამისა, ცვლილებები ხმების თანასწორობის პრინციპს დაარღვევს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს კიდევ უფრო დაასუსტებს მცირე პარტიებს. ვინაიდან ისინი ვეღარ შეძლებენ სხვა მცირე ან უფრო მსხვილ პარტიებთან ბლოკების ფორმირებას, შესაბამისად, საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავენ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ამგვარი სისტემა მმართველი პარტიისთვის იქნება ხელსაყრელი და ვერ შეუწყობს ხელს ხმების პროპორციულ გადანაწილებას. ერთმანდატიანი ოლქების გაუქმების მიზნად სწორედ საარჩევნო ხმების გადანაწილებაში და საკანონმდებლო წარმომადგენლობაში არაპროპორციულობის აღმოფხვრა სახელდებოდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს ცვლილებები მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაამყარებს ქართული ოცნების ძალაუფლებას.

საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისია 73 წევრისგან შედგება, რომელთა შორის არიან ექსპერტები და შვიდი პოლიტიკური პარტიის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა და მას 2017 წლის 30 აპრილამდე კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მომზადება დაევალა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც რეფორმის პროცესს მმართველი პარტიის ხელში პრეზიდენტის ძალაუფლების შემცირების იარაღად მიიჩნევს, კომისიის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს. საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში საზოგადოების ჩართვის მიზნით 13 მარტს მარგველაშვილმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ წამოიწყო. მისი თქმით, ყველა წინა ცვლილებები დახურულ კარს მიღმა განხორციელდა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების შესაბამისად და რომ ამის სანაცვლოდ „ახალი ტრადიცია“ უნდა დაინერგოს, რომელიც კონსტიტუციის ერთობლივ დაგეგმვას ითვალისწინებს.

დაშლის პროცესი

ოპერის მომღერლის პაატა ბურჭულაძის მიერ ჩამოყალიბებული პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელმაც 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში წააგო, ერთ-ერთი პირველი ოპოზიციური პარტია იყო, რომელმაც 13 აპრილს კომისია დატოვა. პარტიის ახალმა ხელმძღვანელმა და მისმა წარმომადგენელმა კომისიაში ნიკა მაჭუტაძემ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსაც ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნება მარტო უნდა დარჩეს“, – განაცხადა მაჭუტაძემ. „მმართველი უმრავლესობა კონსტიტუციას ხედავს, როგორც ძალაუფლების განმტკიცების ტექნიკურ საშუალებას“.

ორმა საპარლამენტო პარტიამ – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და პატრიოტთა ალიანსმა, ასევე ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულმა მოძრაობამ კომისია 13 აპრილს, 19 აპრილს და 18 აპრილს დატოვეს, შესაბამისად.

და ბოლოს, 20 აპრილს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოძრაობამ თავისუფლებისთვის – ევროპულმა საქართველომ, რომელსაც უმსხვილესი ოპოზიციური ფრაქცია ჰყავს პარლამენტში და არასაპარლამენტო პარტიამ თავისუფალი დემოკრატები განაცხადეს კომისიის დატოვების შესახებ.

„ნაცვლად დემოკრატიული საარჩევნო სისტემისა, ხელისუფლება კვლავ ცდილობს საარჩევნო სისტემა მორგებული იყოს სახელისუფლებო პარტიის ინტერესებზე“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოდან ხუთშაბათს.

ლეიბორისტული პარტია, რომელიც ერთადერთი ოპოზიციური ჯგუფია კომისიაში ასევე იმუქრება კომისიის დატოვებით, თუ ოპოზიციური პარტიების მიერ გაჟღერებული ინიციატივები შაბათის კენჭისყრამდე არ იქნება გათვალისწინებული.

ხუთშაბათს, პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა კომისიას ორ დღეში ოპოზიციური პარტიების ყველა მოთხოვნის შესრულებისკენ მოუწოდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კომისიის დატოვებით და საპროტესტო აქციების ჩატარებით დაიმუქრა.

უმრავლესობის პასუხი

„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა და, შესაბამისად, ბოიკოტი ვეღარ იქნება “, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ კომისიის სამუშაო პროცესმა „უპრეცედენტო ჩართულობა“ აჩვენა და ამ პროცესში ოპოზიცია უმრავლესობასთან ერთად მონაწილეობდა.

„გარკვეული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებები მოვისმინე, რომ ამ კონსტიტუციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთო. არ არის პრობლემა, პასუხისმგებლობას იმაზე ჩვენ ავიღებთ, რასაც გავაკეთებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.