პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 18 მაისს გრიგოლ ნემსაძე ქვემო ქართლის რეგიონის ახალ გუბერნატორად დანიშნა.
გრიგოლ ნემსაძემ, რომელსაც სს „ევექსის“ საოპერაციო დირექტორის თანამდებობა ეკავა, გუბერნატორის პოსტზე პაატა ხიზანაშვილი შეცვალა, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობა 2014 წლის დეკემბრიდან ეკავა.
განსხვავებით გამგებლებისა, რომლებიც 2014 წლიდან პირდაპირი წესით აირჩევიან, გუბერნატორებს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.