Site icon Civil.ge

ჯონ ბასი: საქართველოს და აშშ–ს ‘ძლიერი ურთიერთობა აქვთ თავდაცვის სფეროში’

ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რათა გააუმჯობესოს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები, განაცხადა აშშ–ის ელჩმა თბილისში ჯონ ბასმა 3 დეკემბერს.

"ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ძლიერი ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაქვს თავდაცვის სფეროში, და ამჟამად მჭიდროდ ვმუშაობთ თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა სამინისტროებთან საქართველოში, რათა გავაუმჯობესოთ საქართველოს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი თავი,“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს შსს–სთვის 74 ერთეული მაღალი გამავლობის მანქანების გადაცემის ცერემონიაზე.

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)