ჟურნალისტი აფგან მუხთარლი „სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა 29 მაისს 22:40 საათზე დააკავეს მას შემდეგ, რაც მან უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი“, განუცხადა აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, ელდარ სულთანოვმა საინფორმაციო სააგენტოს haqqin.az.
სულთანოვმა ასევე აღნიშნა, რომ მუხთარლიმ მესაზღვრეებს ბელაქნის რაიონში დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია.
„ჩხრეკის შედეგად მას უცხოურ ვალუტაში დიდი რაოდენობით ფული ჩამოართვეს“, – დასძინა სულთანოვმა.
აფგან მუხთარლიმ, რომელიც თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და ერთი დღის შემდეგ ბაქოს წინასწარი დაკავების დაწესებულებაში აღმოჩნდა, განაცხადა 30 მაისს, რომ ის თბილისში თავისი სახლის მახლობლად ძალით ჩასვეს მანქანაში უცნობმა პირებმა, რომლებიც, როგორც ის მიიჩნევს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ, მოგვიანებით კი აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანის უსაფრთხოების თანამშრომლებს გადასცეს.
This post is also available in: English (ინგლისური)