„ამერიკის შეერთხებული შტატები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან სავარაუდო გატაცების და 30 მაისს აზერბაიჯანში მისი შემდგომი დაკავების გამო შეწუხებულია“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნოიერტმა 3 ივნისს.
„მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას საერთაშორისო და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც საკუთარი ძირითადი თავისუფლებების გამოყენებისთვის დააკავეს“, – განაცხადა მან.
The U.S. is disturbed by the reported abduction in Tbilisi, #Georgia. Full statement: https://t.co/wyWfJrzrrX
— Department of State (@StateDept) June 3, 2017
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ „ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს სავარაუდო გატაცების თაობაზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას და მოუწოდებენ, რომ ის სრულად, გამჭირვალედ და დროულად წარიმართოს“.
This post is also available in: English (ინგლისური)