Site icon Civil.ge

სირიაში პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა

პანკისის ხეობის მკვიდრი სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარეზე ბრძოლის დროს მოკლეს, იტყობინებიან ქართული მედია საშუალებები 5 ივნისს.

პანკისის სათემო რადიოს Way მიერ მოკლული მამაკაცი იდენტიფიცირებულია როგორც სოფელ დუისის მკვიდრი, 25 წლის  მუხმად ბაღაკაშვილი.

2012 წლის შემდეგ სირიაში ბრძოლის დროს სულ ცოტა 25 პანკისელი დაიღუპა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის მარტის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში ექსტრემისტული ჯგუფების მხარეს „50–მდე საქართველოს მოქალაქე“ იბრძოდა.