Site icon Civil.ge

ოთხი ახალი რეგიონული პოლიციის უფროსი დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 9 ივნისს ოთხი ახალი რეგიონული პოლიციის უფროსი დანიშნა.

ლევან მაისურაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს უხელმძღვანებს კახა ბუხრაძის ნაცვლად, რომელიც ამ პოსტზე ბათუმის არეულობების დროს მსახურობდა.

თავად კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს უხელმძღვანელებს. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს – ნიკოლოზ გადელია, ხოლო შიდა ქართლის მთავარ სამმართველოს მიხეილ კალაძე უხელმძღვანელებს.