ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, 5 ივლისი, 2017. ფოტო: ვიდეო კადრი ევრონიუსიდან
ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა Euronews-თან ინტერვიუში 5 ივლისს განაცხადა, რომ დასავლურმა სამყარომ „შეცდომა დაუშვა“, როდესაც ვერ მოახერხა, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრაზე უფრო ძლიერი რეაგირება მოეხდინა.
აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ქმედებებზე საუბრისას, პრეზიდენტმა კალიულაიდმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის ხელახლა მოწყობას ჯერ კიდევ საქართველოს ომამდე გეგმავდა.
„საქართველოში დასავლურმა სამყარომ შეცდომა დაუშვა, რადგანაც ვერ დაინახა, რომ [რუსეთს] მცდარ გაკვეთილს ასწავლიდა… საქართველოში რუსეთმა ის ისწავლა, რომ თუ პიდაპირ იმოქმედებ, რეაგირება შედარებით მსუბუქი იქნება“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ, სწორედ ამიტომ ამ პრობლემამ თავი ყირიმში იჩინა.
მისი თქმით, ყირიმის შემდეგ „ყველამ გააცნობიერა“, თუ რა იდგა რუსეთის ქმედებების უკან და აღიარა, რომ ეს ქმდებები „ჩვენ საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურას უქმნის საფრთხეს“.
ესტონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ექვსთვიანი როტაციის პრინციპით 2017 წლის 1 ივლისს გახდა. ესტონეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს შორისაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობების მხარდაჭერა და გაძლიერება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)