„საქსტატის“ მიერ 13 ივლისს გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2017 წლის იანვარ-ივნისში 13.8%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 4.82 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2017 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტის მოცულობა 31.8%-ით გაიზარდა და 1.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მოცულობა 8.6%-ით გაიზარდა და 3.58 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-ივნისში 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
„საქსტატი“ დეტალურ მონაცემებს საანგარიშო პერიოდის საგარეო ვაჭრობის შესახებ მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)