Site icon Civil.ge

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულად გუბერნატორის პირველი მოადგილე, არჩილ ჯაფარიძე, დაინიშნა. 

ახალი რწმუნებული რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს 24 აგვისტოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახა გულედანმა, წარუდგინა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩილ ჯაფარიძის დანიშვნის განკარგულებას ხელი 14 აგვისტოს მოაწერა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, არჩილ ჯაფარიძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2014-2017 წლებში მას გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2010 წელს კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო.

არჩილ ჯაფარიძემ გუბერნატორის პოსტზე პაპუნა მარგველიძე შეცვალა, რომელიც რეგიონს 2013 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრმა მარგველიძე 10 აგვისტოს გაათავისუფლა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გარდა, რამდენიმე დღის წინ გუბერნატორი გურიის რეგიონშიც შეიცვალა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიაში რწმუნებულად მერაბ ჭანუყვაძე დანიშნა

ორ რეგიონში გუბერნატორების შეცვლის შესახებ პრემიერ-მინისტრმა 10 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)