Site icon Civil.ge

თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებისა და სხვა საკითხების შესახებ


თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი. ფოტო: ამერიკის ხმა

გასულ კვირას შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებს არაერთი შეხვედრა ჰქონდათ როგორც კონგრესში, ისე – საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საკონსტიტუციო ცვლილებები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო შეხვედრების მთავარი თემები იყო.
დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, ამერიკის ხმის ჟურნალისტს, ეკა მაღალდაძეს, ამ და სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხზე ვაშინგტონში ყოფნისას ესაუბრა.

ეს თქვენი მეორე ვიზიტია წელს შეერთებულ შტატებში, რა მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა ამ ვიზიტის ფარგლებში და რა უმთავრესი გზავნილებით ბრუნდებით საქართველოში?

ამ ვიზიტების ფარგლებში, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, გვაქვს შეხვედრები კონგრესმენებთან და ასევე იმ არასამთავრობო ტიპის ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საქართველოს თემაზე, ეს არის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეს არის NED, IFES და სხვადასხვა ორგანიზაცია, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან საქართველოში წარმოდგენილნი.

ჩვენი პირველი მიზანი და მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველო ყველა ამ ორგანიზაციისთვის და ასევე კონგრესისთვის აქტიურად იყოს დღის წესრიგში იმიტომ, რომ ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის კუთხით თუ სხვადასხვა მიმართულებით, შეუძლებელია, რომ მოგვარდეს სწორედ ამერიკის დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე. ამ თემებზე ისევე, როგორც სხვადასხვა კონკრეტულ პროექტზე, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ინსტიტუტების გაძლიერებას თუ სხვადასხვა ტიპის რეფორმის გაძლიერებას, ჩვენ ყოველთვის ველაპარაკებით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს.

სექტემბრის ბოლოს იგეგმება საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება. ეს ცვლილებები კვლავ ბევრი დისკუსიის საგანია როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაში. არის თუ არა ჯერ კიდევ დრო და სივრცე და ასევე მზაობა ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ არსებითი დისკუსიები გაგრძელდეს ი