პიტერ პომერანცევი. ფოტო: ამერიკის ხმა
ვლადიმირ პუტინის იმიჯის შექმნაზე პოსტსაბჭოთა რუსეთში ახლად დაარსებული პიარ კომპანიები ზრუნავდნენ. ისინი ცდილობდნენ პრეზიდენტი ყველასთვის მოსაწონი ყოფილიყო და ქვეყნის წინაშე წარმდგარიყო როგორც მზრუნველი, ძლიერი, მებრძოლი და ყველა სფეროში წარმატებული. შიდა პროპაგანდას საგარეო დეზინფორმაციის კამპანია მოჰყვა.
მუშაობს თუ არა რუსული პროპაგანდა პოსტსაბჭოთა სივრცეში და მის გარეთ და რა გზებით უნდა ვებრძოლოთ მას? ამ თემებზე ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძე, მწერალს, მკვლევარს და ცნობილ ჟურნალისტს, პიტერ პომერანცევს, ესაუბრა.
თქვენი წიგნი ცოტა ხნის წინ ითარგმნა ქართულად, წიგნში თქვენ საუბრობთ დეზინფორმაციაზე, და პუტინის იმიჯზე და როგორი ეფექტი აქვს ამას, ინდივიდუალურ თუ პერსონალურ დონეზე.
პუტინი ტელეგმირია, როდესაც ის პრემიერ მინისტრი გახდა ის არაფერს წარმოადგენდა. პირველი რაც მან გააკეთა ტელევიზიებზე კონტროლის მოპოვება იყო. ის ტელეპროექტია. მისი პროექტი შეიქმნა ისე, რომ ის სხვადასხვა რამ ყოფილიყო სხვადასხვა ტიპის ადამიანებისთვის. ნასვამი ელცინის მერე, ის ახალგაზრდა ლიდერი იყო, რომელსაც შეეძლო სწორ ხაზზე გავლა. ეს დიდი წინსვლაა. ქალი ამომრჩევლის ხმას დიდი მნიშვნელობა ქონდა, მოხუც ლუჟკოვთან შედარებით. პროპაგანდის ხაზი გადიოდა, იმაზე, თუ როგორი ახალგაზრდა და ძლიერი იყო ის და როგორი მოხუცი და ფიზიკურად უძლური იყვნენ მისი ოპონენტები. შემდეგ მან სამხედრო როლი ითამაშა, პირველი რაც გააკეთა ჩეჩნეთში ბრძოლის ველზე ჩავიდა სამხედრო უნიფორმაში ჩაცმული. ბევრისთვის ის განგსტერია. ვფიქრობ არაა სწორი მას განგსტერი დავუძახოთ, ის უფრო უარესს წარმოადგენს ის “კა-გე-ბეს“ აგენტია. თუმცა იქცევა როგორ განგსტერი, რადგან იცის რომ რუსეთში მათ აფასებენ. განგსტერივით დადის, განგსტერივით ლაპარაკობს, განგსტერივით ზის. მას შეეძლო ყველა ამ როლის თამაში.
ვინ ედგა სათავეში პუტინის იმიჯის შექმნას? ხშირად სურკოვზე საუბრობენ…
პუტინის რეჟიმი ორი ჯგუფის შერწყმაა, ძალოსნების და იდეების გამომგონებლების. ხალხი, რომლებიც იმიჯზე, იდეებზე და პიარზე მუშაობენ და “კა-გე-ბე” ოპერების. ამათი შერწყმა არის ის რასაც პუტინის რეჟიმი წარმოადგენს. პიარი რუსეთში 1990-იანებში ძალიან პოპულარული პროფესია გახდა და ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ამ გზით მიდიოდა, ერთ-ერთი იყო სურკოვი. სურკოვს სურდა თეატრის რეჟისორი ყოფილი, თუმცა არ გამოუვიდა. შემდეგ პიარში გადაინაცვლა და პუტინის საარჩევნო კამპანიაზე მუშაობდა, შემდეგ ტელევიზია და პოლიტიკური პარტიები ჩაიბარა. მისი როლი მნიშვნელოვანია პუტინის ხატის შექმნაში, თუმცა ამაზე სხვებიც მუშაობდნენ.
რა არის რუსული პროპაგანდის მთავარი მესიჯები?
მთავარი – მესიჯები არ არის. მთავარი – ინფორმაციის ინსტრუმენტად ქცევაა.
არ ცდილობენ საკუთარი მესიჯის ადრესატზე მორგებას?
ინფორმაციას უნდა ჰქონდეს ეფექტი, მთავარი არ არის უკეთესი არგუმენტის ქონა. ინფორმაციამ ხალხი უნდა შეაშინოს, ერთგულება მოისყიდოს, ძირი გამოუთხაროს, გამოიწვიოს უთანხმოება. ინფორმაციას არ აქვს იდეოლოგიური თუ ინტელექტუალური ღირებულება. მას შეუძლია აიღოს და გამოიყენოს იდეოლოგია, მაგალითად გამოიყენოს ნეო-ფაშისტები, თუ ევრაზიონისტები როცა საჭიროა, თუმცა ეს უბრალოდ საშუალებაა და თავად ცალკე აღებული უშინაარსოა.
რუსული პროპაგანდა განსხვავდება დასავლეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში?
იდეების ნაწილი პოსტსაბჭოთა სივრცეში იქნა პირველად გამოცდილი. უკრაინაში და საქართველოში. იქნებოდა კიბერ-შეტევები, თუ ფსიქოლოგიურად ლიდერებისთვის ძირის გამოთხრა. დიასპორის გამოყენება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს და ალბათ ქართველებს ახსოვთ, რომ პუტინი ახლა არ გამხდარა იმპერიალისტი. რუსეთს უკვე ქონდა იმპერიალისტური მისწრაფებები 90-იანების დასაწყისში, ადგილი ქონდა დნესტრისპირეთის ომს ასევე აფხაზეთის ომს. ის, რომ რუსეთმა შეწყვიტა სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა ალბათ მხოლოდ 5 დღე გაგრძელდა. ისინი ამას სულ აკეთებენ და ფიქრობენ, რომ ეს ნორმალურია. მათ უბრალოდ არ ქონდათ რესურსები და საჭირო ენერგია. განსხვავება იმაშია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მათ შეუძლიათ, ემოციურ დონეზე მანიპულირება. ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიყავი, სათხილამურო კურორტზე, სადაც ყველა სასტუმრო და რესტორანში რუსული სამთავრობო არხები იყო ჩართული. გამიკვირდა. ვიკითხე, თქვენთან ხომ რუსეთი შემოიჭრა ცოტა ხნის წინ. მათი პასუხი იყო „ჩვენ ახალ ამბებს არ ვუყურებთ, მაგრამ შოუები მოგვწონს“. ეს იმპერიული ინსტიქტის ნაწილია, და სანამ ეს არ დაირღვევა, ვფიქრობ, ცვლილება არ მოხდება.
როგორ განსხვავდება რუსეთის ახლანდელი დეზინფორმაცია საბჭოთა კავშირის პროპაგანდისგან?
დღეს სიტუაცია მთლიანად შეიცვალა. დაგეგმარებული და კონტროლის სისტემისგან განსხვავებით, როდესაც ყველაფერი ორი ან სამი ადამიანის მიერ წყდებოდა და მართვის სტრუქტურა ნათელი იყო. ახლა ქსელის სისტემა გვაქვს და ადგილი აქვს ბევრ არაკონტროლირებად ინიციატივას, ჰაკერები იქნება თუ სხვა რამ, რომლებიც დროებით ერთვებიან თამაშში. საქმის ნაწილი არაპირდაპირ კეთდება და რთულია ცენტრის მონახვა. კრემლში და მის გარშემო ბევრი აქტორია, რომელიც საკუთარ საინფორმაციო ომს წარმართავს, რომელიც მათ ინტერესშია. უფრო იმპროვიზაციაა ვიდრე ცენტრალური დაგეგმარებული სისტემა. ის რაც ცივი ომის დროს მუშაობდა მაშინდელი პროპაგანდის წინააღმდეგ დღეს აღარ იმუშავებს. მაშინ შეგეძლო შეგემოწმებინა ფაქტები, გესაუბრა შეთქმულების თეორიებზე მედიასთან, ამის გაკეთება ისევ შეუძლია სახელმწიფო დეპარტამენტს ვაშინგტონ პოსტის ან ნიუ იორკ თაიმსის დაყოლიებით, რომ გადაამოწმონ ფაქტები. თუმცა ეს არაფერში არ დაგვეხმარება. ვინაიდან რეალური პრობლემა მედიის დანაწევრებაა.
მედია ლანდშაფტი ისე შეიცვალა, რომ ის გადაწყვეტის გზები, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, განსხვავებული უნდა იყოს. მსოფლიო შეიცვალა, რეალურად.
როდესაც ამერიკაში, საფრანგეთში და გერმანიაში დეზინფორმაციაზე ვსაუბრობთ, რას ფიქრობთ, რა ვისწავლეთ მისგან? რა არის საუკეთესო გზა მასთან საბრძოლველად? შეგვიძლია ვერბძოლოთ მას დასავლეთში?
ორი რამეა, რასაც ხშირად ერთმანეთში ვურევთ. ერთია პოლიტიკური, ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს. რუსეთი იყენებს არაკინეტიკურ პოლიტიკურ ომს და თავს ესხმის სხვა ქვეყნებს. და ცდილობს იმის მიღებას რაც მას სურს. ჩვენ იმის განსჯა არ შეგვიძლია თუ რამდენად წარმატებულნი არიან ისინი, ვინაიდან არ ვიცით თუ რა უნდათ მათ. თუ გსურთ, რომ ამას უპასუხო ჩვენ შეგვიძლია ამას არაკინეტიკური მეთოდებით ვუპასუხოთ და ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. თუმცა ყველა სუსტი ადგილი საინფორმაციო სივრცეა, ვინაიდან ჩვენ არ ვიქცევით ისე როგორც რუსეთი, ჩვენ პროპაგანდას არ ვაკეთებთ და ვერ მოვახერხებთ ინფორმაციის იარაღად ქცევას. ჩვენ შეგვიძლია მათ სანქციები დავუწესოთ. და სხვა ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია, პოლიტიკური ომით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება თუ დასავლეთი გადაწყვეტს, რომ უპასუხოს, ჯერ ჯერობით, ბევრი არ გაგვიკეთებია. თუმცა საინფორმაციო სივრცით არ უნდა დავიწყოთ ვინაიდან ამ ნაწილში რუსეთს უპირატესობა აქვს. მტერს იმ იარაღით არ უნდა ებრძოლო, რომელიც მისთვის ყველაზე კომფორტულია.
ჩვენ შეგვიძლია მთლიანად გავანადგუროთ რუსული მედია სისტემა, თუ გვექნება ამის სურვილი, თუმცა არავინ ამას არ აკეთებს. მაგალითად რეკლამების აკრძალვით რუსულ ტელეარხებზე, არ დავეხმაროთ რუსული გადაცემების შექმნაში, არ მივცეთ ტექნიკა – ყველა ეს გადაწყვეტილება სურვილზეა დამოკიდებული.
არ ვფიქრობ, რომ ამის მოგვარება ტვიტერით შეიძლება.
ეს პოლიტიკური ომი ავხსენით.
მეორე ნაწილია, ჩვენი შიდა პრობლემები, როგორიცაა დემოკრატია, ნდობა და დეზინფორმაცია. სადაც რუსეთი იკვეთება, თუმცა ქვეყნების უმრავლესობაში მას ზღვრული როლი აქვს. ეს არის ის საკითხები, რომლებიც ჩვენ როგორც საზოგადოებამ უნდა მოვაგვაროთ.
ხშირად ამ ორ რამეს, პოლიტიკურ ომს და შიდა პრობლემებს ერთმანეთში ვურევთ. მათზე სხვადასხვანაირად უნდა ვიფიქროთ. ქვეყნების უმრავლესობას არ სურს რუსეთს უპასუხონ, ბევრი რამის გამო. მათ ეს არ ანაღვლებთ.
რა მოხდა გერმანიის შემთხვევაში?
გერმანიის არჩევნებს ვაკვირდებოდით. რა თქმა უნდა ყველაფერს ვერ გავზომავდით, მაგრამ ვაკვირდებოდით ულტრა-მემარჯვენე “გერმანიის ალტერნატივას”, რომელმაც არჩევნებში კარგი შედეგი აჩვენა. რუსეთი გერმანული მედიის შემთხვევაში იყენებდა გერმანული მედიის დანაწევრებას საკუთარი მიზნებისთვის. გერმანიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლა ალტერნატიული მედიის გავლენის ქვეშაა, ტრადიციული მედიის საპირწონედ. და მათ ბრაითბართის თავიანთი გერმანული ვერსია აქვთ, კრემლმა მოახერხა საკუთარი თავის ჩანერგვა ამ ნაწილში. და მათი ისტორიები ძირითადად ანტი-საიმიგრაციო სენტიმენტებით გამოირჩევა. ძირითადად ის მედია, რომელიც რადიკალურ მემარჯვენე მხარეზეა. ისინი ავრცდელებენ კრემლის მესიჯს. რთულია ვიცოდეთ თუ ვინ არის მათ უკან.
ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა მესიჯი გაავრცელონ თუ საჭიროებას დაინახავენ.
ისინი იყენებენ ალტერნატიულ სოციალური მედიის პლატფორმებს, ტვიტერის მგავსს თუმცა წესების გარეშე. აქ შეგიძლიათ ნახოთ ბევრი პლატფორმა, იქნება ულტრა-მემარჯვენე, თუ რასისტული, თუ ჩვენ არჩევნები არ მოგვწონს, სპუტნიკი და ა.შ. ისინი ამ სამყაროში ცხოვრობენ. მნიშვნელოვანი არ არის, რომ მათ მაყურებელი არ ყავთ. რადგან მათთვის რეიტინგი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ სივრცის ეკოლოგია. არსებობს სივრცე, სადაც საზოგადოების წევრთა ნაწილი ალტერნატიულ სამყაროში ცხოვრობს და ამ სამყაროში რუსეთი გამაგრებულია. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ხშირად ჯეიმს ბონდის მსგავს ოპერაციებს ვაქცევთ ყურადღებას, “ოჰ ტვიტერზე ტროლებს უშვებენ”, ჩვენ ვიპოვეთ ტროლები ნიჟნი ნოვგოროდიდან, რომლებიც საკუთარ მესიჯს ავრცელებენ, თუმცა ეს არაა მთავარი. უფრო მნიშვნელოვანი, ერთმანეთისგან განცალკევებული სივრცეების ჩამოყალიბებაა სადაც ყველა ერთ აზრზეა და არ იღებს სხვა წყაროებიდან ინფორმაციას ამის გამოსწორება, მხოლოდ გერმანული მედიის მოდერნიზაციით შეიძლება.
მასალა Civil.ge-სთვის მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ. ამ და სხვა მასალის უფასოდ გამოყენებისათვის, გთხოვთ მიმართოთ ადამ გარტნერს.