18:00 საათის მდგომარეობით, თბილისში საქართველოს უსაფრთხოების ძალებმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაასრულეს.
ერთ-ერთი სპეცრაზმელი, რომელიც დღისით მძიმედ დაშავდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მედიით გავრცელებულ კადრებში კიდევ ერთი სავარაუდოდ გარდაცვლილი პირი ჩანს, რომელიც იმ საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად წევს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, მისი ვინაობა უცნობია.
ასევე უცნობი რჩება ეჭვმიტანილთა ვინაობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 19:00 საათისთვის განცხადების გაკეთება იგეგმება.
This post is also available in: English (ინგლისური)