Site icon Civil.ge

უკრაინის უსაფთხოების სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი დააკავა


მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საკუთარ ბინაში დააკავა, კიევი, 5 დეკემბერი, 2017. ფოტო: ვიდეოკადრი facebook.com/SaakashviliMikheil

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავა.

სააკაშვილი, რომელიც უკრაინის ოპოზიციური პარტიის ახალი ძალების მოძრაობა ლიდერია, კიევში საკუთარ ბინაში აიყვანეს.

დავით საყვარელიძემ, რომელიც ექს-პრეზიდენტთან დაახლოებული პირია, Facebook-ზე დღეს დილით პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც უსაფრთხოების თანამშრომლები სააკაშვილის ბინაში შეჭრას ცდილობდნენ.

ადგილიდან გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიციელები იმყოფებიან, ხოლო სააკაშვილი შენობის სახურავიდან მხარდამჭერებს მიმართავს და მათ შენობის წინ მობილიზაციისკენ მოუწოდებს. მოგვიანებით გავრცელებულ კარდრებში კი ჩანს, რომ ის კიბეებზე ჩამოყავთ და პოლიციის მანქანაში სვამენ.

შენობის წინ შეკრებილმა აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ.

ამჟამად, პოლიციის მანქანა, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, უსაფრთხოების თანამშრომლებითაა გარშემორტყმული და მხარდამჭერებს ის ბლოკირებული ყავთ.  

This post is also available in: English (ინგლისური)