Site icon Civil.ge

ჯანელიძე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სამომავლო ნაბიჯების შესახებ საუბრობს


მიხეილ ჯანელიძე, 20 დეკემბერი, 2017. ფოტო: mfa.gov.ge

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 20 დეკემბერს.

ჯანელიძემ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე.

თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას შეიმუშავებს, რათა საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა უფრო ფოკუსირებული გახდეს. მისი თქმით, ეს ოთხ პრიორიტეტულ სფეროს მოიცავს:

ჯანელიძემ ასევე ისაუბრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლის თაობაზე და აღნიშნა, რომ ორი უწყება წლების მანძილზე „მჭიდრო კოორდინაციით თანამშრომლობდა“, მაგრამ ხშირად ადგილი ჰქონდა ფუნქციების დუბლირებას. ჯანელიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფო აპარატის გაუქმების თაობაზე სწორედ ამ დუბლირებას აღმოფხვრის და დასძინა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ევროინტეგრაციის კომისიის ზედამხედველობით წარიმართება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)