Site icon Civil.ge

7 ნოემბრის მოვლენები

7 ნოემბრის მშფოთვარე დღის, სპეცრაზმის მიერ საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილის დარბევის შედეგად  ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით 508 ადამიანი იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. 94 მათგანი, 24 პოლიციელის ჩათვლით, იქნა ჰოსპიტალიზებული დღის ბოლომდე. მიტინგის დასაშლელად  სპეცრაზმი იყენებდა ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს და რეზინის ტყვიებს.