გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) იტყობინება საქართველოს ხელისუფლების მონაცემებზე დაყრდნობით, რომ სამხრეთ ოსეთის სამხრეთიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე 15 000 დევნილი შემოვიდა.გარდა ამისა, UNHCR ინფორმაციით, 73 000 ადამიანმა დატოვა ცხინვალის რეგიონის გარეთ არსებული ტერიტორია, მათ შორის უმეტესობამ გორი. დევნილთა უმრავლესობამ თავშესაფარი საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებში ნახა. ნაწილი კი თბილისის გარეუბანში ”კარვების ქალაქში” განთავსდა.