Site icon Civil.ge

‘საკნების ქალაქის’ ავტორი

მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე ”უცნობი” არის ადამიანი, რომელმაც იანვრიდან თავისი ნებით აღიკვეთა თავისუფლება ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია ”მაესტროში” განთავსებულ, ვიდეო-კამერებით აღჭურვილ საკანში. ”უცნობი”, რომელიც აცხადებს, რომ საკანში დარჩება მანამ, სანამ სააკაშვილი არ დატოვებს პრეზიდენტის თანამდებობას, ოპოზიციის საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელოვან ფიგურად იქცა მისი სატელევიზიო შოუს მეშვეობით. იგი ცოტა ხნის წინ გამოვიდა იდეით თბილისი გადაიქცეს ”საკნების ქალაქად”. ოპოზიციამ აიტაცა ეს ინიციატივა და 21 აპრილს იმპროვიზირებული საკნებით დაიფარა  რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი. ოპოზიცია აცხადებს, რომ გააფართოვებს ’კარვების კამპანიას’ სხვა ადგილებშიც, მათ შორის მთავრობის განცელარიასთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ.