ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისის ცენტრში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ორგანიზებულ მანიფესტაციაში მონაწილეობის მისაღებად – ეს საპატრიარქოსა და პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციას შორის უთანხმოების ერთ–ერთი თვალსაჩინო დემონსტრირება იყო. დაპირისპირების მთავარ წყაროდ იქცა რელიგიური უმცირესობების სამართლებრივ სტატუსზე საკანონმდებლო ცვლილება, თუმცა დავის შემდგომი გამწვავება გამოიწვია ამ ცვლილების მიღების დაჩქარებულმა ფორმებმა, რომლის გამოც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავი დამცირებულად იგრძნო, რადგანაც მისი მოწოდება ხელისუფლების მიმართ, რომ არ ეჩქარა გადაწყვეტილების მიღება, არ იქნა გათვალისწინებული.