Site icon Civil.ge

ჟურნალისტების პროტესტი ფოტოგრაფების საქმეზე

პარლამენტის წინ 12 ივლისს ათობით ჟურნალისტი შეიკრიბა საპროტესტო მაისურებში; ისინი პლაკატებით ხელში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმეზე გრიფის „საიდუმლო“ მოხსნას ითხოვდნენ. ეს შეკრება იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ორგანიზებას მედიის ადვოკატირების კოალიცია უწევს და რომელმაც 11 ივლისს ანალოგიური აქცია გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ. აქციის მონაწილეებმა ფოტოგრაფების საქმეზე შს მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან შეხვედრაც მოითხოვეს. 12 ივლისს გაირკვა, რომ ამგვარი შეხვედრა ჟურნალისტების და მედია აქტივისტების ჯგუფთან 13 ივლისს გაიმართება.