რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა თბილისში 27 სექტემბერს გამართულ დემონსტრაციაში, რომელსაც მისმა ორგანიზატორმა, ეროვნულმა ფორუმმა „ქართველთა მარში“ უწოდა. საპროტესტო მარშის მიზანი, მისი ორგანიზატორების თქმით, იმის ჩვენება იყო, რომ ქართველი ხალხი „არ შეეგუება ანტი–ქართულ პოლიტიკას“, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლება ატარებს. ეს მარში შედარებით ფართომასშტაბიანი იყო მას შემდეგ, რაც 26 მაისს ხელისუფლებამ თბილისში საპროტესტო აქცია დაშალა.