Site icon Civil.ge

რაგბი: საქართველო–რუსეთი 46:0

17 მარტს თბილისში გამართული მატჩის დროს ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 46:0 დაამარცხეს – ეს რეკორდული ანგარიშით სხვაობაა ორ გუნდს შორის, რომელთა დაპირისპირებებმაც პოლიტიკური ელფერი შეიძინა, განსაკუთრებით ორ ქვეყანას შორის აგვისტოს ომის შემდეგ. 17 მარტის მატჩი ევროპის ერთა თასის ტურნირის ფარგლებში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.