ვერხვები ერთ–ერთი იმ რამდენიმე დასახლებათაგანია, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის სპეციალურად აშენდა. გორის განაპირას მდებარე ამ დასახლებაში არსებული დაახლოებით 300 კოტეჯი გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით 2009 წელს აშენდა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში, დაახლოებით, 258 000 იძულებით გადააგილებული პირია დარეგისტრირებული, რომელთა, დაახლოებით, 6 პროცენტი აგვისტოს ომის შედეგად იქცა დევნილად. კოტეჯების მშენებლობაში გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, ვერხვებში არსებული პირობები ცოტათი უკეთესია სხვა ანალოგიური დასახლებებთან შედარებით. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, ანჟა ბრონი, რომელიც რეგულარულ პატრულირებას ახორციელებს ასეთ დასახლებებში დევნილთა პირობების მონიტორინგის მიზნით, აცხადებს, რომ დასაქმების დონე ვერხვებში შედარებით მაღალია სხვა მსგავს დასახლებებთან შედარებით. Civil.ge–ს სტაჟიორი მარკო ფიბერი 28 მარტს ვერხვებს ევროკავშირის მისიის პატრულთან ერთად სტუმრობდა.