ქუთაისმა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მთელ რიგ ღონისძიებებს უმასპინძლა. პარლამენტის ჯერჯერობით დაუსრულებელ შენობაში პირველი სხდომა გაიმართა, ხოლო მოგვიანებით ქალაქში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩატარდა. იმავდროულად, თბილისმა „სამრეწველო აღლუმს“ უმასპინძლა, რომლის დროსაც ქართული წარმოების უამრავი პროდუქცია გამოიფინა, დაწყებული ნაყინით და ტკბილეულით და დამთავრებული სარკინიგზო ვაგონებით და სამხედრო ტექნიკით.