საქართველომ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, რომლის დროსაც თბილისში და ქვეყნის მასშტაბით კიდევ 25 ქალაქში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი არ გამართულა, თუმცა სამხედრო კომპონენტის ფარგლებში სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, მათ შორის საბრძოლო ტანკები, ჯავშანმანქანები და სხვადასხვა შეიარაღება გამოიფინა თბილისის სხვადასხვა ადგილებში. პრეზიდენტი სააკაშვილი პირველად თავისი პრეზიდენტობის დროს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში არ იმყოფებოდა. მან დამოუკიდებლობის დღე ქართველ სამხედროებთან ერთად ავღანეთში აღნიშნა. პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე სატელევიზიო მიმართვით მიულოცა.