Site icon Civil.ge

საპრეზიდენტო კანდიდატები

 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს – ეს კანდიდატების რეკორდული მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც საქართველომ 1991 წელს თავისი პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა; მას შემდეგ ხუთი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა და მოახლოებული არჩევნები პირველი იქნება, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების გზით შეიცვლება სრული ვადის ამოწურვის შემდეგ. კანდიდატების უმეტესობა ნაკლებად ცნობილი ან სრულიად უცნობია საზოგადოებისთვის, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ არ ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს ლიდერის პოზიციები უკავია. მისი მთავარი კონკურენტები არიან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ორჯერ ასრულებდა.