ყოველ წელს აღდგომას გურიის რეგიონის სოფელ ზემო და ქვემო შუხუთის მაცხოვრებლები ტრადიციულ ქართულ თამაშში, ლელობურთში ეჯიბრებიან ერთმანეთს. თამაშის წესები მარტივია – მოთამაშეთა რაოდენობა თითოეულ გუნდში არ არის განსაზღვრული; არც თამაშის დადგენილი დრო არსებობს; თამაში მაშინ სრულდება, როდესაც ერთი გუნდი წარმატებით გადაიტანს სილით დატენილ მძიმე ბურთს მოწინააღმდეგის ხაზს იქით.