რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ყოველწლიური ელექტრონული მუსიკის ფესტივალის „კაზანტიპის“ ორგანიზატორებმა ღონისძიების, რომელსაც ყირიმის ნახევარკუნძულზე დაახლოებით 20 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, ანაკლიაში ჩატარება გადაწყვიტეს. საქართველოს საპატრიარქომ დაგმო ფესტივალის საქართველოში ჩატარება და გააფრთხილა, რომ ამ „მასობრივ ორგიებში“ და „თავაშვებულობაში“ მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა „უმძიმესი შედეგების“ მომტანი იქნება. მაგრამ ანაკლიის მაცხოვრებლებს, რომლებიც 20–30 აგვისტოს დაგეგმილი ფესტივალის ათასობით სტუმარში შემოსავლის წყაროს ხედავენ, ნაკლებად აწუხებთ ეკლესიის გაფრთხილება და ვიზიტორებისთვის საცხოვრებლების აშენებით ან გარემონტებით არიან დაკავებულნი.