თბილისის ზღვაზე 3–7 ივლისს მუსიკის ფესტივალი Tbilisi Open Air 2015 გაიმართა. ხუთდღიან ფესტივალში, დაახლოებით, სამოცმა ადგილობრივმა და უცხოურმა ჯგუფმა და მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ბრიტანულმა როკ–ჯგუფმა Placebo-მ. ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ ჯგუფები: Archive; Black Label Society; Beth Hart.