27 მაისს თბილისში დინამო არენაზე ბრიტანელი მომღერლის რობი უილიამსის კონცერტი გაიმართა, რომელსაც 40 000–მდე ადამიანი დაესწრო. კონცერტი Check in Georgia–ს ფარგლებში დაგეგმილი ერთ–ერთი პირველი ღონისძიება იყო, რომელიც წელს ათობით გასართობ ღონისძიებას მოიცავს; აპრილში თბილისის სპორტის სასახლემ იტალიელ მომღერალს, ეროს რამაზოტის უმასპინძლა. 7 ივნისს კი ბათუმში ჯგუფი Maroon 5-ის კონცერტი გაიმართება.