Site icon Civil.ge

ორლანდოს ტრაგედიის მსხვერპლთ თბილისში პატივი მიაგეს

ადამიანების მცირე ჯგუფი, ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, 13 ივნისს თბილისში აშშ–ის საელჩოს წინ შეიკრიბნენ, რათა ორლანდოს ერთ–ერთი ღამის კლუბში მომხდარი მასობრივი სროლის შედეგად დაღუპულების ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ. მათ საელჩოსთან ყვავილები, სანთლები და ცისარტყელას დროშები მიიტანეს.