Site icon Civil.ge

საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს

ლევან იზორიასა და ავიგდორ ლიბერმანის შეხვედრა ისრაელში, 2 მაისი, 2018, ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 2 მაისს ისრაელში მის კოლეგას ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

იზორიამ და ლიბერმანმა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს, რომელიც მიზნად თავდაცვისა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო „ინტენსიურად“ შეისწავლის ისრაელის სამობილიზაციო და რეზერვის სისტემას, „განსაკუთრებით, იმ მიდგომებს, რომელიც ისრაელს სამოქალაქო თავდაცვის სწავლების კუთხით, საშუალო განათლების სფეროში გააჩნია“.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური დელეგაცია ისრაელში გუშინ გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი იზორია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს მეირ შაბათსაც შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)