სამ მაისს, ლიტვის სახელმწიფო ენის კომისიამ დაადასტურა, რომ საქართველოს ალტერნატიულ სახელწოდებად „საქართველას“ გამოიყენებს.
შესაბამისი ცვლილება ლიტვის ქვეყანათა სახელწოდებების რეესტრში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით შევიდა.
ამიერიდან, ლიტვა ოფიციალურ მიმოწერაში „გრუზიის“ ნაცვლად „საქართველას“ გამოიყენებს.
Baltic Times-ის ინფორმაციით, სახელმწიფო კომისია მანამდე აცხადებდა, რომ სახელწოდება „გრუზიის“ შეცვლის საფუძველი არ არსებობდა და ამის მიზეზად მისი გამოყენების მრავალწლიან ისტორიას და ლიტვურ ენასთან მის ლინგვისტურ შესაბამისობას ასახელებდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)