“მკვდრეთით აღდგენილი ოსმალეთი ამიერ-კავკასიისკენ მოიწევს და მოკავშირეთა დახმარებით დიდ სახელმწიფოთ გადაქცევას აპირებს,” წერს 1918 წლის 11 მაისის “ერთობა”, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანო მოწინავე სტატიაში.
“…ოსმალეთი ისე დაძაბუნდა, რომ მას პაწია ერებიც კი ამარცხებდნენ და მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დღიურ წესრიგში დაისვა… მაგრამ გერმანიის ძლევა-მოსილებამ მას კვლავ სული ჩაბერა, ცოცხალ-მკვდარი ლეში გამოაცოცხლა და ოსმანეთის იმპერიალისტური სულისკვეთება გაუღვიძა.
ჩვენ არ ციცით რამდენათ განსახორიელებელია ოსმალეთის იმპერიალისტური პოლიტიკა, მხოლოდ იმას კი ვიტყვით, რომ იგი ამ პოლიტიკის წარმოებაში დაიღუპება…
ამიერ-კავკასიის მცხოვრებნი, კულტურულათ უფრო მაღლა მდგომი ერები ოსმალეთის ბატონობას ვერ მოითმენს და მას სერიოზულ შებრძოლებას დაუწყებს…
ამიერ-კავკასიის მცხოვრებნი მოვალენი არიან ძალა მოიკრიბონ, დარაზმულები დალაგდნენ და ამ გზით მიიქციონ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების ყურადღება, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამიერ-კავკასია ოსმალეთის პროვინციათ არ გადაიქცეს და მით აქ მუდმივ ანარქიას მტკიცე საძირკველი არ ჩაეყაროს.”