(ერთობა N121, 13 ივნისი, 1918) რევოლიუციამ სხვა მრავალ ორგანიზაციებთან ერთად წარმოშვა მომრიგებელი კამერაც. ამ ორგანიზაციის დანიშნულება იყო და არის კაპიტალსა და შრომას შორის ჩამოვარდნილი უთანხმოების მოწესრიგება, მშვიდობიანობის გზით.
[…]ქუთაისის მუშათა საბჭომ რევოლიუციის პირველ დღეებშივე შეჰქმნა მომრიგებელი კამერა. საბჭომ თავის წრიდან გამოყო მომრიგებელი კამერის წევრები, ამავე დროს მან მიმართა ვაჭარ-მრეწველთა ბიუროს, რომ მათაც გამოეგზავნათ წარმომადგენლები. [თუმცა] ვაჭარ მრეწველთა ბიურომ დააგვიანა წარმომადგენლების გამოგზავნა. […] საქმის საჭიროებამ აიძულა ცალმხრივი კამერა, რომელიც მხოლოდ მუშების წარმომადგენლებისაგან შესდგებოდა. პირველი ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა შეძლებისდაგვარად ცალმხრივი კამერა და თვრამეტ საქმეში, რომელიც ამ ხნის განმავლობაში შემოვიდა, 16 საქმე მორიგებით დამთავრდა, ხოლო დანარჩენი ორი საქმე, რომელიც მუშების ორი დიდი დარგის კოლეგიალურ მოთხოვნილებას წარმოადგენდა, დროებით გადაიდო, ვიდრე სრულუფლებიანი კამერა არ შედგებოდა. მიუხედავად საქმის გარჩევის დაგვიანებისა, ხსენებულ მუშებში გაფიცვას ადგილი არ ჰქონია. […]ერთი თვის შემდეგ ვაჭარ-მრეწველებმაც გამოგზავნეს წარმომადგენლები და შესდგა სრულუფლებიანი კამერა. თავმჯდომარეთ მოწვეული იქნა იურისტი ამხ. ვ. ქუთათელაზე და კანონიერი ორგანო შეუდგა მუშაობას. პირველ ხანებში ორგანიზაცია პირნათლად ასრულებდა დანიშნულებას. ორივე მხარის წარმომადგენლები ენერგიულათ ეკიდებოდნენ საქმეებს.
მაგრამ განვლო დრომ და ვაჭარ-მრეწველთა წარმომადგენლებში აღმოჩდნენ ისეთი პირებ, რომლებსაც არც იმდენად აინტერესებდა თურმე საქმე. როდესაც მას მოთხოვეს მიზეზი არ მუშაობისა, მათი პასუხი ასეთი იყო: “თავმჯდომარე ყოველთვის მუშებს უდგება და ამიტომ ჩვენ არ გვინდა მუშაობაო”. […] მუშათა საბჭომ კატეგორიულათ მისთხოვა ბიუროს, რომ თუ მათი წარმომადგენლები კამერის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ამ შემთხვევაში ცალმხრივი ჯამერის მუშაობა და დადგენილებები მათთვის, როგორც მოპირდაპირესათვის იქნებოდა სავალდებულო.
ამის შემდეგ ხსენებული მხარეც იძულებული გახდა მოსულიყო და შედგომოდა მუშაობას. ამ რიგათ ამ თხუთმეტი თვის განმავლობაში ხან კარგათ და ხანს სუსტათ მუშაობა სისტემატიურათ მიმდინარეობდა. […]
კამერის დადგენილებას თუ არ დაემორჩილებოდა ვინმე, ადმინისტრაციული წესით მოყავდათ სისრულეში.