Site icon Civil.ge

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33 კაციანი სია ცნობილია

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შემავალი 33 მსჯავრდებული და ბრალდებული პირის ვინაობა ცნობილია. სიის დამტკიცების შესახებ მთავრობის შესაბამისი დადგენილება საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

1991 წლიდან დღემდე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ეთნიკური ნიშნით დანაშაულის ჩადენაში ძირითადად სამხედრო პირები არიან მხილებულები. ამასთან, სიაში მოხვედრილი დანაშაულების ძირითადი ნაწილი გალის რაიონზე მოდის.

ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33 კაციანი სია ასე გამოიყურება:

ცხინვალის რეგიონი

აფხაზეთი

პოლიტიკური შეფასებები

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას საპარლამენტო უმცირესობა გამოეხმაურა. სერგი კაპანაძის თქმით, „სამწუხაროდ ამ სიაში არ არიან შეყვანილი ФСБ-ს, ადგილზე არსებული ГРУ-ს და ზოგადად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს და ხშირ შემთხვევაში არიან პასუხისმგებლები არა მარტო ამ დანაშაულების ჩადენაზე, არამედ დამნაშავეების ხელის დაფარებაზე“.

კაპანაძის თქით, „ამ სიაში, სამწუხაროდ, არიან შეყვანილი ადამიანები, რომლებიც არიან გარდაცვლილები“, რაც მისი შეფასებით, ხელისფლების მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

33 კაციანი სია შეაფასა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც. რომან გოცირიძის თქმით, „ჩვენ გარდაცვლილ ადამიანებს უცხოეთში შესვლას ვუკრძალავთ და სანქციების დაწესებას ვითხოვთ მათ მიმართ“. მანვე ხელისუფლებას სიის დახვეწისკენ და მასში რეალური დამნაშავეების შეყვანისკენ მოუწოდა.

ოპოზიციის კრიტიკას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უპასუხა და განმარტა, რომ 33 კაციანი სია აუცილებლად დაიხვეწება და გაფართოვდება და მასში მოხვდებიან არა მარტო შემსრულებლები, არამედ „ის ადამიანებიც, რომლებმაც დამნაშავეებს ხელი დააფარეს“. სიაში „ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება“, – დასიძნა პრემიერმა.

საქართველოს პარლამენტმა „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ რეზოლუცია 21 მარტს მიიღო, რასაც წინ ცხინვალის რეგიონში გაურკვეველ გარემოებებში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება უძღოდა.

მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით მომზადდა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინდელ ბრიფინგზე, ახალი მთავრობის პირველ სხდომამდე ცოტა ხნით ადრე წარადგინა. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დამტკიცების შესახებ მთავრობის შესაბამისი დადგენილება საქართველოს პარლამენტს გუშინვე გადაეგზავნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)