პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მის ახალ რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელს ესტუმრება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბახტაძე ბელგიას 18-20 ივლისს ეწვევა და ევროკომისიის, ევროპული საბჭოს და ნატოს ოფიციალურ პირებს შეხვდება.
მამუკა ბახტაძე ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ წარადგინეს, რაც მისმა წინამორბედმა, გიორგი კვირიკაშვილმა 13 ივნისს თანამდებობა დატოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)