სირიაში საქართველოს მოქალაქე თამაზ ბათირაშვილი მოკლეს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიომ Radio Way-მ 24 ივლისს განაცხადა.
38 წლის თამაზ ბათირაშვილი, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრია და გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში 2013 წელს გაემგზავრა, 24 ივლისს მომხდარი შეტაკებისას დაიღუპა.
თამაზ ბათირაშვილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი სამხედრო მეთაურის, თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის ძმაა. ეს უკანასკნელი სირიაში 2016 წელს მოკლეს.
2012 წლიდან დღემდე სირიაში პანკისი ხეობის, სულ მცირე, 27 მკვიდრი დაიღუპა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში ექსტრემისტული ჯგუფების მხარეს „30–მდე საქართველოს მოქალაქე“ იბრძოდა. 2016 წელს, მათი რიცხვი 50-ს შეადგენდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)