დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო სუბიექტები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ და მათ მიმართ რიგი ვალდებულებები და შეზღუდვები ამოქმედდა.
კერძოდ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს დაამზადოს საარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფოტომასალები და ა.შ. ასევე, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გამოვიდეს მომავალი საქმიანობის პროგრამით. თუმცა, საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.
არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოსვლიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: საარჩევნო სუბიექტის მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით სქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა და ა.შ.
სხვა შეზღუდვებთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ასევე იკრძალება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა.
საარჩვენო სუბიექტს, პირადად ან მისი წარმომადგენლის მიერ აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში, საარჩევნო რეგისტრაცია უუქმდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)