Site icon Civil.ge

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას ახალი მეთაური ჰყავს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლად პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაინიშნა.

ალექსანდრე კიკნაძემ, ამ თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე ჩაანაცვლა, რომელსაც თავდაცვის მინისტრმა გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ალექსანდრე კიკნაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან მსახურობს. 2004-2005 იგი წლებში გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე იყო. 2004 წლამდე კიკნაძე ცხინვალის რეგიონში განლაგებული ქართველი სამშვიდობო ძალების მეთაურად მსახურობდა. ასევე იმყოფებოდა ავღანეთში საქართველოს მთავარი სამხედრო წარმომადგენლის რანგში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)