„საქსტატის“ მიერ 18 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2018 წლის მეორე კვარტალში 5.5%-ით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 4.9% იყო.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4 % შეადგინა, აპრილში ეს მაჩვენებელი 6.5 %, ხოლო მაისში 7.5 % იყო.
საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს 5%-ით. 2016 წელს ქვეყნის ეკონომიკა 2.8%-ით, ხოლო 2015 წელს 2.9%-ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, რეალური ზრდა შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობებში დაფიქსირდა: საფინანსო საქმიანობა (22%); სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურებების გაწევა (17.9%); ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა (13.8%); ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (10.5%); დამამუშავებელი მრეწველობა (8.5%); სამთომოპოვებითი მრეწველობა (8.1%); ტრანსპორტი (8%); განათლება (4.8%); სასტუმროები და რესტორნები (4.5%).
კლება დაფიქსირდა შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობებში: მშენებლობა (-7.1%), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა და მეთევზეობა (-3.3%).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, „2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.5%-მდე გაიზარდა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)