Site icon Civil.ge

ცესკო: 10 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 6.15 %-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ანა მიქელაძე, 28 ოქტომბერი, 2018, ფოტო: facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 215 329 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 6,15 %-ია.

საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნები ზუსტად დილის 8 საათზე გაიხსნა. შსს-ის ინფორმციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდიანრეობს.

ცესკოს ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 6.1 % გლდანის რაიონში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის ჩუღურეთისა და სამგორის რაიონები – 5.6 %. თბილისში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 4.7 % საბურთალოს რაიონში იყო.

რეგიონებში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობით – 11 %-ით ამბროლაური ლიდერობს, 10.4 %-ით მას ცაგერი მოსდევს. აქტივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი, ახალქალაქში დაფიქსირდა, აქ 10 საათისთვის მდგომარეობით, ხმის მისაცემად ამომრჩევლის მხოლოდ 4.4 % მივიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)