ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობა 558 755-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო ამომრჩევლების რაოდენობის 15.95 %-ია.
ცესკოს მონაცემებით ამომრჩევლების ყველაზე მაღალი აქტივობა 27.4 % ამბროლაურში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი – 12 % კი, ყაზბეგში.
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებით დასრულდა, დღის 12 საათისთვის, ამომრჩევლების აქტივობა 17.15 % იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)