ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.
ცესკოს ინფორმაციით, 512 დათვლილი უბნის შედეგებით, რომელიც უბნების საერთო რაოდენობის 13 %-ზე მეტია, სალომე ზურაბიშვილმა 65 840 ხმა (40.05 %), გრიგოლ ვაშაძემ 62 352 ხმა (37.93 %), დავით ბაქრაძემ კი 17 798 ხმა (10.83 %) მიიღო.
არჩევნების მეორე ტური ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ორ კვირაში ჩატარდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)