სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა.
ხმის დათვლის პროცესი პროცედურების დაცვით მიმდინარეობა
სადამკვირვებლო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა, თუმცა რიგი დარღვევები დაფიქსირდა, როგორიცაა შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შედგენა, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, ბიულეტენებისა და ხელმოწერების რაოდენობას შორის დისბალანსი, დოკუმენტების დალუქვის წესის დარღვევა, ბიულეტენების არასწორად გაბათილება. ამ დროისთვის სამართლიან არჩევნებს 73 საჩივარი აქვს წარდგენილი საუბნო კომისიებში, ხოლო 82 საოლქო საარჩევნო კომისიებში.
PVT დაკვირვების შედეგები
სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 46.6% შეადგინა (ცესკო – 46.74%). PVT-ის მონაცემებით, წამყვანი კანდიდატების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
სალომე ზურაბიშვილი -37.6% (მინ. 36.7%, მაქს. 38.5%). ცესკო-ს მაჩვენებელი ამ დროისთვის (99.5% უბნის დათვლის შედეგად) 38.66%-ს შეადგენს;
გრიგოლ ვაშაძე – 38.5% (მინ. 37.5%, მაქს. 39.5%). ცესკო-ს მაჩვენებელი ამ დროისთვის – 37.7%;
დავით ბაქრაძე – 11% (მინ. 10.5%, მაქს. 11.5%). ცესკო-ს მაჩვენებელი ამ დროისთვის – 10.97%.
PVT-ის მონაცემებით, მიცემული ხმების 3.2% ბათილად გამოცხადდა, რაც საკმაოდ აღემატება 2013 წლის არჩევნების მონაცემს (1.8%).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)